მთიან ყარაბაღში დაღუპულთა ცხედრების მოძიება დაიწყო

მთიან ყარაბაღში პარასკევს, 8 აპრილს, ე.წ. სიჩუმის პერიოდი გამოცხადდა. დაპირისპირებული მხარეები ცეცხლს წყვეტენ, რათა დაღუპულთა ცხედრების მოძეიება მოხდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვაგიფ დარგიახლიმ განაცხადა.
დაღუპულთა ცხედრებს ორივე მხარე ეუთოს და „წითელი ჯვრის“ კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ეძებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით მთიან ყარაბარში აპრილის დასაწყისიდან 31 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თავის მხრივ, ერევანი იუწყება, რომ სომხური მხრიდან 44 სამხედრო დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები