როგოზინი – რუსეთი აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას განაგრძობს

რუსეთი აზერბაიჯანისთვის, როგორც სტრატეგიული პარტნიორისთვის იარაღის მიწოდებას კონტრაქტების შესაბამისად გააგრძელებს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„ორივე ქვეყანა (სომხეთი და აზერბაიჯანი) ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ეს ყველაფერი კონტრაქტების მიხედვით ხორციელდება“, – განაცხადა როგოზინმა.
რუსეთმა და აზერბაიჯანმა 2010 წელს იარაღის დიდი პარტიის შეძენაზე კონტრაქტი გააფორმეს. საუბარია უახლესი „ტ-90“-ის ტიპის ტანკებზე, ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე, ზალპური ცეცხლის დანადგარებსა და რეაქტიულ ცეცხლსატყორცნ სისტემებზე. გარდა ამისა, რუსეთმა აზერბაიჯანს უახლესი „მი-35მ“-ის ტიპის 24 ერთეული ვერტმფრენი გადასცა. კონტრაქტის საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები