მოსკოვში კანონიერი ქურდი „კუსო ტბილისსკი“ დააკავეს
მოსკოვში, რესტორან „ბაკინსკი ბულვარში“ პოლიციამ 30 „კანონიერი ქურდი“ და კრიმინალური ავტორიტეტი ე.წ. სხოდკის დროს დააკავა. დაკავებულთა შორის არის 30 წლის კანონიერი ქურდი შალვა ოზმანოვი, მეტსახელად „კუსო ტბილისსკი“. გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, „კუსო ტბილისსკი“ ვინმე ალბერტს ხვდებოდა, რომელიც ქუთაისელი „კანონიერი ქურდის“, კოკა სოხაძის „ემისარია“. „სხოდკაზე“ „ქურდები“ იაროსლავის ოლქში კრიმინალურ სამყაროში არსებულ სადავო საკითხებს განიხილავდნენ.