მაშველებმა „ეარ აზიას“ ლაინერის კუდი ზედაპირზე ამოიტანეს

მაშველებმა იავანსკის ზღვაში ჩავარდნილი კომპანია „ეარ აზიას“ მალაიზიური ლაინერის კუდი ზედაპირზე ამოიტანეს. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მყვინთავებმა მალაიზიური ავიაკომპანია „ეარ აზიას“ 2 კვირის წინ დამსხვრეული ლაინერის „შავი ყუთის“ სამძებრო სამუშაოები აღადგინეს. მაშველები მიიჩნევენ, რომ „შავი ყუთი“ თვითმფრინავის ბოლო ნაწილს გამოეყო. ნაპოვნია თუ არა „შავი ყუთი“ ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ „ეარ აზიას“ ლაინერი რადარებიდან 28 დეკემბერს გაუჩინარდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენილია დაღუპულთა 41 გვამი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები