კულტურის სამინისტრო პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკს აქვეყნებს

პროექტი Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ პროექტისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონი ლარია გამოყოფილი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკს აქვეყნებს.
”საქართველო მსოფლიო კულტურულ კალენდარზე” ასე გამოიყურება:

აპრილი:
Eros Ramazzotti – 24 აპრილი (თბილისი, სპორტის სასახლე);
„ფესტინოვა“ – თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი – აპრილი, (გარიყულა);

მაისი
მერსედესის მოდის კვირეული – 5 – 9 მაისი (თბილისი);
„აღდგომიდან ამაღლებამდე“ – კლასიკური მუსიკის ფესტივალი – 6 მაისი (თბილისი), 8 მაისი (თბილისი), 19 მაისი (დედოფლის წყარო), 20 მაისი (თბილისი), 22 მაისი (თბილისი), 24 (მესტია), 31 მაისი (ფოთი);
ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – (თბილისი) 12, 21 მაისი;
„ქოლგა თბილისი ფოტო“ – 12 -19 მაისი;
ფოლკლორის ფესტივალი – 20-21 მაისი (ქუთაისი), 30-31 მაისი (ფოთი);
„ფესტინოვა“ – თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი – მაისი (გარიყულა);
რობი უილიამსის კონცერტი – 27 მაისი (თბილისი, დინამო არენა);
„ოქროს პეპელა“ – კინოფესტივალი – 30 მაისი – 1 ივნისი (თბილისი).

ივნისი
ფესტივალი „ჰით ბათუმი“ – ივნისი;
„აღდგომიდან ამაღლებამდე“ – კლასიკური მუსიკის ფესტივალი – 6 ივნისი (თბილისი), 8 ივნისი (ფოთი), 9 ივნისი (ბათუმი);
„კავკაზ ჯაზფესტივალი“ – 7 -10 ივნისი (თბილისი), 11 ივნისი (ახალციხე);
„MAROON 5“ – 7ივნისი (ბათუმი);
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მუსიკალური ფესტივალი – 10 – 13 ივნისი (თბილისი);
ფარდაგების ფესტივალი – 11-12 ივნისი (ახალციხე);
Jose Carreras – 18 ივნისი (ქუთაისი);
„ფესტინოვა“ – თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი – ივნისი (გარიყულა);
ფოლკლორის ფესტივალი -27 -29 ივნისი (თბილისი);

ივლისი
ფესტივალი „ჰით ბათუმი“ – ივლისი;
„შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“ – 15 – 24 ივლისი (ბათუმი);
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი – ივლისი (ფოთი);
„არტ გენი“ – ივლისი;
„ფესტინოვა“ – თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი – ივლისი (გარიყულა);

აგვისტო
ფესტივალი „ჰით ბათუმი“ – აგვისტო;
Gem Fest – ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – 11-14 აგვისტო (ანაკლია);
„ფესტინოვა“ – თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი – აგვისტო (გარიყულა);
„ღამის სერენადები“ – კლასიკური მუსიკის ფესტივალი – 28-30 აგვისტო (ბათუმი);

სექტემბერი
„ნიქოზი“ – ანიმაციური ფილმების ფესტივალი – 1-7 სექტემბერი (ნიქოზი);
„ღამის სერენადები“ – კლასიკური მუსიკის ფესტივალი – 2-4 სექტემბერი (თბილისი);
თბილისის ფოტოფესტივალი – 15-22 სექტემბერი (თბილისი);
ბათუმის მუსიკალური ფესტივალი – 17-23 სექტემბერი (ბათუმი);
BIAF – ბათუმის კინოფესტივალი – 18-25 სექტემბერი (ბათუმი);
„ფესტინოვა“ – თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი – სექტემბერი (გარიყულა);

ოქტომბერი
თბილისის მოდის კვირეული – ოქტომბერი (თბილისი);
„GIFT“ – საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისი – 1-9 ოქტომბერი (თბილისი);
„თოფუზი“ – ანიმაციური ფილმების ფესტივალი – 1-7 ოქტომბერი (ბათუმი);
„ოქროს თვალი“ – კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი – ოქტომბერი (თბილისი);
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში – 9-16 ოქტომბერი (თელავი);
„Cine Doc“ – დოკუმენტური ფილმების ფესტივალი – 11 ოქტომბერი (თბილისი);
თბილისის თეატრალური ფესტივალი – ოქტომბერი – ნოემბერი (თბილისი);
„წმ. ანდრიას ჯვარი“ – მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი – 18-22 ოქტომბერი (თბილისი);
„ფესტინოვა“ – თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი – ოქტომბერი (გარიყულა);
თბილისის ჯაზ-ფესტივალი – 29 ოქტომბერი -4 ნოემბერი (თბილისი);

ნოემბერი
თბილისის ჯაზფესტივალი – 29 ოქტომბერი -4 ნოემბერი
თბილისის თეატრალური ფესტივალი – ოქტომბერი – ნოემბერი (თბილისი);
„არტისტერიუმი“ – თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – 5-13 ნოემბერი (თბილისი);
კამერული მუსიკის ფესტივალი – 15-20 ნოემბერი (თბილისი);
თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი – 26 ნოემბერი-3 დეკემბერი (თბილისი);
„პრომეთე“ – თბილისის კინოფესტივალი – 28 ნოემბერი-4 დეკემბერი;

დეკემბერი
თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი – 26 ნოემბერი – 3 დეკემბერი (თბილისი);
„პრომეთე“ – თბილისის კინოფესტივალი – 28 ნოემბერი – 4 დეკემბერი.
კონცერტები რეგიონებში
რუსთავი -11, 25 ივნისი; 9 ივლისი; 10, 23 სექტემბერი;
თელავი – 12, 26ივნისი; 10 ივლისი; 11, 25 სექტემბერი;
სიღნაღი – 18 ივნისი, 2 ივლისი;
ყვარელი – 19 ივნისი, 3 ივლისი;
გორი – 11,25 ივნისი; 9 ივლისი; 10, 20 სექტემბერი;
ბორჯომი – 17, 30 ივლისი;
ბაკურიანი – 31 ივლისი;
ახალციხე – 11, 12 ივნისი; 2, 16 ივლისი; 17 სექტემბერი;
ქუთაისი – 11, 25 ივნისი; 9 ივლისი; 3, 10 სექტემბერი;
ოზურგეთი -26 ივნისი; 10,23 ივლისი; 13 აგვისტო; 8 ექტემბერი;
ფოთი – 25 ივნისი; 9, 23 ივლისი; 20 აგვოსტო; ¬6 სექტემბერი;
ზუგდიდი – 26 ივნისი; 10, 24 ივლისი; 21 აგვსტო; 4 სექტემბერი;
ამბროლაური -16 , 30 ივლისი; 7, 20 აგვისტო; 12 სექტემბერი;
მესტია – 30 ივლისი; 14 აგვისტო;
თიანეთი – 30 ივლისი; 20 აგვისტო;
დუშეთი – 23 ივლისი;
ყაზბეგი – 21 აგვისტო, 4 სექტემბერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები