9 აპრილს ზურაბ სოტკილავა სოლო კონცერტს გამართავს

9 აპრილს, 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცნობილი ქართველი ტენორი ზურაბ სოტკილავა სოლო კონცერტს გამართავს. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტზე მომღერალი მსმენელის წინაშე ანსამბლ “რუსთავთან” და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატ, კონცერტმაისტერ ლარისა ბუნაკოვასთან ერთად წარდგება. პროგრამაშია: ვოლფი, რახმანინოვი, მუსორგსკი და თაქთაქიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები