„თუ „ეროვნული ფორუმი“ ბარიერს ვერ გადალახავს, ის ალბათ თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს“

თუ „ეროვნული ფორუმი“ ბარიერს ვერ გადალახავს, მან შესაძლოა, თვითლიკვიდაცია გამოაცხადოს“, – აღნიშნული განცხადება პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა სოსო ვახტანგაშვილმა დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა. მ
ისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების დაკვეთა იქნება მცირე, ფორუმი ან თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს, ან კიდევ პარტიის ლიდერებს შეცვლის.
„ეროვნული ფორუმი“ ბარიერის ვერ გადალახვის საფრთხეს არ გრძნობს. თუმცა თუ პარტია, რომელიც სახელისუფლებო ვერტიკალში იყო და არჩევნებში ვერ გადალახავს ბარიერს, ვფიქრობ, ეს პარტია აღარ უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ სპექტრში. ჩვენ ამაზე სერიზულად ვფიქრობთ.
„ეროვნული ფორუმის“ წინაშე ეს პრობლემა არ დგას, მაგრამ თუ დადგება და საზოგადოებრივი შეკვეთა ჩვენი პარტიის მიმართ იქნება იმდენად მცირე, რომ ბარიერს ვერ გადავლახავთ, მაშინ ფორუმმა შესაძლოამ თვითლიკვიდაციაც კი გამოაცხადოს, ან კიდევ აბსოლუტურად შეიცვალოს პარტიის ხელმძღვანელობა, არ გვინდა, დავემსგავსოთ იმ პარტიებს, რომლებსაც მარადჟამ ერთი და იგივე ლიდერი ჰყავთ“,- განაცხადა ვახტანგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები