საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
აშშ-ში განათლების სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და დელგაციის სხვა წევრები მსოფლიო ბანკის განათლების სექტორის დირექტორს ალბერტო როდრიგესს და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგოროც „კვირას“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფართოვდება მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა და უფრო ინტენსიური გახდება მსოფლიო ბანკის მონაწილეობა სტრატეგიის ფინანსური ასპექტების დახვეწაში. სამუშაო შეხვედრები გაიმართება აშშ-ის სენატსა და სამოქალაქო კვლევების განვითარების ფონდ CRDF-შიც. მომდევნო დღეებში დაგეგმილია შეხვედრები ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, აშშ-ის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.
დელეგაცია ასევე ეწვევა ნიუ იორკს, სადაც გაიმართება შეხვედრები უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და ასევე კერძო ფონდებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობით. ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში, ნიო იორკსა და ჩიკაგოში აშშ-ის სახელმწოფი დეპარტამენტის მიერაა დაგეგმილი და მისი მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის განათლების სექტორში არსებული პარტნიორობის გაღრმავება და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების დასახვა.