ქართველი კიბერმეცნიერის ნაშრომი გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის საცავში შეიტანეს

პოლონეთში მოღვაწე ქართველი კიბერმეცნიერის, ირაკლი ქარდავას ნაშრომი გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის საცავში შეიტანეს.
„კვირა“ ირაკლი ქარდავას დაუკავშირდა: „ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში, ამავე ქალაქში არსებული სამეცნიერო გამომცემლობის მიერ, შეტანილია გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის ბაზის საცავში, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ბეჭდური სახითაც. ზემოთ აღნიშნული მონოგრაფიის დასახელებაა: „ზოგიერთი ნაბიჯი ადამიანის ტვინსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის დიალოგის ჩამოყალიბებისთვის “.
დიალოგის გამართვის პრინციპი ემყარება ტვინში ნეირონულ ქსელებს შორის წარმოქმნილ იმპულსებსა (ელექტრო ენცოფალოგრამებს) და კომპიუტერული მეცნიერებების ფუნდამენტურ ინსტრუმენტს, როგორიცაა ფორმალური გრამატიკები. სამომავლოდ, თემის პრაქტიკული შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, თავდაცვა და ასე შემდეგ…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები