პოროშენკო – ნიდერლანდებში ჩატარებული რეფერენდუმი ევროპაში უკრაინის ინტეგრაციას ხელს არ შეუშლის

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ნიდერლანდებში ჩატარებული რეფერენდუმი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხზე ევროპაში უკრაინის სვლას არ შეაფერხებს.
„ამ რეფერენდუმს ნიდერლანდების კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით, მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია აქვს. ახლა შესაბამისი გადაწყვეტილებები ჰოლანდიის მთავრობამ, პარლამენტმა და პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ. დარწმუნებული ვარ, რომ სტრატეგიულად ეს მოვლენა ევროპაში უკრაინის სვლას არ შეაფერხებს“, – განაცხადა პოროშენკომ.
ნიდერლანდებში ოთხშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 62,1%-მა, ხოლო მხარი დაუჭირა 32%-მა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები