„ემეგობრე მუზეუმს, ემეგობრე კულტურას, გახდი ქველმოქმედი“

დღეს, 16:00 საათზე სოლიდარობის ფონდი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის მეგობრების ასოციაცია „ემეგობრე მუზეუმს, ემეგობრე კულტურას, გახდი ქველმოქმედი“ კამპანიის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
მუზეუმის მეგობრების ასოციაციის მიზანია საზოგადოების მეტი ჩართულობა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში, ფართო აუდიტორიის მოზიდვა და მუზეუმის აქტიურ კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ქცევა.
ხალხური და გამოყენებითი მუზეუმის ასოციაციამ, თავის მხრივ, გამოთქვა მზადყოფნა, ყოველი გაწევრიანებული მუზეუმის მეგობრის გადასახადიდან 1 ლარი გადარიცხოს სოლიდარობის ფონდში და შესთავაზოს ფონდს სხვადსხვა კულტურულ – საგანმანათლებლო აქტივობის ჩატარება ადგილზე.
საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით როგორც საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით ფილანტროფიისა და ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა. პირველ ტაპზე სოლიდრაობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას, თუმცა ფონდის მანდატი ბევრად უფრო ვრცელია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით სოლიდრაობის ფონდი შეძლებს პროგრამების გაფართოებას როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით. გახდი მუზეუმის მეგობარი! ისარგებლეთ განსაკუთრებული უფლებებით მუზეუმში და გახდი ქველმოქმედი!
12968797_1268919466469992_1362986368_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები