ლანა პაპიძე სკანდალურ დეტალებს იხსენებს – მაგდას ქმარს თითები ჰქონდა დამტვრეული

ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის და – ლანა პაპიძე ჟურნალ „სარკესთან“ სკანდალურ დეტალებს ყვება.როგორც პაპიძე ამტკიცებს, მისი სიძის, ომარ ქაფიაშვილის ცხედარი დამახინჯებული იყო და გვამს მარჯვენა ხელზე თითები ჰქონდა დამტვრეული.
“ჩემი სიძის ცხედრის ფოტოები რომ ვნახე, უდიდესი შოკი მივიღე. ცხედარი დამახინჯებული იყო. ამას ერთი კაცი ვერ მოახერხებდა. მარჯვენა ხელზე თითები ჰქონდა დამტვრეული, ანუ მკვლელს წინააღმდეგობა გაუწია. მაგდას სილურჯეები არ აღმოაჩნდა, არც ფრჩხილებში – მისი დნმ. კითხვა ჩნდება – ნუთუ, ეს მაგდამ ისე გააკეთა, რომ საერთო საცხოვრებელში ხმა ვერავინ გაიგო? ბავშვის ტირილის ხმა თუ გადიოდა, ეს ხმა არ გავიდა? ბავშვი ჩაფსმულ მდგომარეობაშია ნაპოვნი, ანუ შიშისგან დაემართა ეს. სავარუდოდ, კაი ხანი იყო მარტო და შიშისგან შოკი მიიღო, თუმცა ექსპერტიზის პასუხებით ის გაგუდულია. მამა-შვილის გარდაცვალებას შორის სხვაობა 5 საათია.
დედამთილმა როგორც თქვა, მაგდამ საძილე საშუალება გამოიყენა, ექსპერტიზის პასუხებში კი წერია, რომ მის ქმარს საძილე საშუალება არ ჰქონდა მიღებული, კითხვა მაქვს – რატომ დაადეს მაგდას მაშინვე ხელი? მაგდას არ სჯეროდა, ბავშვი რომ მკვდარი იყო, ცოცხალი დავტოვე, ბავშვი სუნთქავდა, თვალები გახელილი ჰქონდაო. საქმის დეტალებს პირველივე დღეს ვერ გავეცანი. როცა გავეცანი, იმ წუთასვე მივხვდი, რომ მაგდას გაკეთებული არ იყო. რატომ მივცემდი ჩემი დის წინააღმდეგ ჩვენებას? პირველივე დღეს წამიყვანეს დასაკითხად და მითხრეს, აი შენმა დამ მოკლა, გამოათრია, ასე ჩაიდინაო. ურო როცა ვნახე, კითხვის ნიშნები მაშინვე გამიჩნდა, როგორ მოკლა ისე, რომ ხალმა ვერაფერი გაიგო-მეთქი.
რაც შეეხება ოთო ბერძენიშვილს, ვიცოდი, რომ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, მაგრამ სიღმისეულად ეს რაღაცები არ ვიცოდი. ჩვენებაში კი ეწერა, ვითომ ვიცოდი, რომ მაგდას მეგობარი მამაკაცი იყო. გამომძიებელმა მითხრა, რომ შენს დას მეგობარი ბიჭი ჰყოლიაო და პირი დავაღე, რა სისულელეა -მეთქი. მაგდა ჩვენს ოჯახში დიდ დროს ატარებდა, ეს არ გამომეპარებოდა. იმ დილითაც მაგდა და ბავშვი ჩემთან იყვნენ. ბავშვი ნახევრად სულ ჩემთან იყო, დედამთილის დახმარებით ერთად გავზარდეთ. არც ვიცი, რაში დასჭირდა დედამთილს იმის თქმა, რაც ჩემზე და დედაჩემზე ისაუბრა.
ვითომ დედაჩემს მეორე სართულიდან ვაგდები თუ რაღაც. თუ მაგდა ასეთი ცუდი დედა იყო, პატივს რატომ სცემდა მას ლილი? დედამთილი და ჩემი და დაქალებივით იყვნენ.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, წინასწარ განსაზღვრა, რომ მაგდა ნაფიც მსაჯულებს აირჩევდა და ის მასალები საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით გამოაქვეყნეს. მე, როგორც დედა და საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, ამ საქმეს სხვა კუთხიდან შევხედავდი. პატარა გოგოს ვერ დავადებდი ხელს. მეორე დილით მეზობლები მეუბნებოდნენ, მაგდას კივილმა და ღრიალმა გაგვაღვიძაო. შემდეგ ინტერვიუებში ამბობდნენ, არც უყვირიაო“,- ყვება ლანა პაპიძე „სარკესთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები