ფრანსუა ოლანდი – გერმანიამ თავდაცვის სფეროზე მეტი უნდა დახარჯოს
საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, გერმანიამ თავდაცვის სფეროზე მეტი უნდა დახარჯოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს. მისივე განმარტებით, თავდაცვის სფეროს გაძლიერება განსაკუთრებიოთ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ დაიძლიოს.
„გერმანია და საფრანგეთი თავდაცვის სფეროს საბიუჯეტო დანახარჯებსა და ევროპის გარეთ დამოუკიდებელ მოქმედებაზე უნდა შეთანხმდნენ. მოდით, ნუ ვიქნებით სხვის ძალებზე დამოკიდებული, თუნდაც მეგობრულზე, რათა ტერორიზმს გავუმკლავდეთ,“ – განაცხადა ოლანდმა.