ქართული პროექტი “მოქალაქე წმინდანი” კანის კინოფესტივალის პლატფორმაში – CINEMA DU MONDE მიიღებს მონაწილეობას

თინათინ ყაჯრიშვილის პროექტი “მოქალაქე წმინდანი” წელს კანის კინოფესტივალზე “მსოფლიო პავილიონში” (Cinema du Monde) წარდგება. პავილიონისთვის მთელი მსოფლიოდან სულ 10 პროექტია შერჩეული. Cinema du Monde უნიკალური პლატფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს კინოპროფესიონალებს, განავითარონ პროექტი, მოიძიონ ევროპელი კოპროდიუსერები, შეხვდნენ დისტრიბუტორებს… წინა წლებში ამავე პავილიონში მონაწილეობდა არაერთი ქართული პროექტი, რომელიც შემდგომ წარმატებულ ფილმებად იქცა. ”
მოქალაქე წმინდანი” ეროვნული კინოცენტრის 2015 წლის პროექტის განვითარების კონკურსის გამარჯვებული პროექტია. პროექტის პროდიუსერია ლაშა ხალვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები