პოლონეთს შესაძლოა, ევროკავშირში ხმის უფლება შეუჩერდეს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი პოლონეთს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გამოქვეყნებასა და მის აღსრულებას სთხოვს, რასთან დაკავშირებითაც გუშინ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, კერძოდ კი, პოლონეთს შესაძლოა, ევროკავშირში ხმის უფლება შეუჩერდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ euronews.ge ავრცელებს. “ვიცე-პრეზიდენტის თქმით, იგი სამშაბათს პოლონეთის მთავრობის წევრებს შეხვდა და შეეცადა, 4-თვიანი საკონსტიტუციო კრიზისი მოეგვარებინა, თუმცა პოლონეთი დათმობას არ აპირებს, იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიამ მის წინააღმდეგ “კანონის უზენაესობის” პროცედურა წამოიწყო, რაც პოლონეთის კანონდებლობის დემოკრატიულობის ხარისხისა და მის ევროკანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას გულისხმობს.
ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევა, თავის მხრივ, სანქციის სახედ ევროკავშირის ინსტიტუტებში ხმის უფლების შეჩერებას გულისხმობს”, – წერს სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები