კულტურის პალატა თემურ თათარაშვილის საიუბილეო საღამოსთვის ემზადება

7 აპრილს ცნობილ ქართველ მომღერალს თემურ თათარაშვილს 50 წელი უსრულდება და აქედან 36 წელია სცენაზეა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით გრანდიოზული საიუბილე საღამოსთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს – მონატრებული სიმღერები და მონატრებული შეხვედრა საყვარელ მსმენელთან.
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ თემურ თათარაშვილი ქართველი მსენელის წინაში მეგობრებთან ერთად წარდგება. მომღერალი თავისი შემოქმედების განვლილ გზას კიდევ ერთხელ გაიხსენებს და გრანდიოზულ საღამოს შესთავაზებს საზოგადოებას. კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, დირიჟორი მირიან ხუხუნეიშვილი და ბენდი: პაატა ანდრიაძის, ზაზა ცერცვაძის, ლევან დეისაძის, უჩა მეტრეველის, და ირაკლი მენთეშაშვილის შემადგენლობით, ასევე იმღერებენ თემურ თათარაშვილის მეგობრები. შესრულდება ცნობილი კომპოზიტორების ძველი და ახალი სიმღერები.
საზოგადოებას, ორგანიზატორები სიურპრიზებით სავსე ღონისძიებას ჰპირდებიან.
საიუბილეო საღამო თბილისის მერიის, ქ. თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიბათ ცენტრისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კულტურის პალატის მიზანია კულტურის სფეროს წარმომადგენლების, ხელოვანების, საზოგადო მოღვაწეების თანადგომა და მხარდაჭერა. პალატა ქართველი საზოგადოებისათვის მრავალ საინტერესო საღამოს, კულტურულ პროექტებსა და ფესტივალებს გეგმავს. საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები