შსს: რუსულნომრიან ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნიათ
თბილისში რუსული სამხედრო მანქანები გამოჩნდა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაჩერებულ რუსულნომრიან ავტომანაქანებში მძღოლები არ იმყოფებიან.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში და წარმოადგენს ჩამოწერილ ტექნიკას.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ავტომანქანებზე ინფორმაციას ფლობს. ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნიათ. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში და წარმოადგენს ჩამოწერილ ტექნიკას. ავტომანქანები მოძრაობს ტრანზიტული სანომრე ნიშნით”, – აცხადებენ შსს-ში.