ბაბუშერიდან გადმოსვენებულ 12 ადამიანის ნეშტს 9 აპრილს დაკრძალავენ

1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უზგო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეშტის იდენტიფიკაცია მოხდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მათი დაკრძალვა 9 აპრილს მოხდება.
ბაბუშერიდან გადმოსვენებული ცხედრების სრულ იდენტიფიკაციას, რომელიც სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და მოადგილე ზაზა მესხი დაესწრნენ.
“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უკვე წლებია, თანამშრომლობს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტან და მათი დახმარებით ახორციელებს 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოჯახების უზგო-უკვლოდ დაკარგული წევრების მოძიებას და გადმოსვენებას. ბოლო ეტაპზე მოხდა 12 ნეშტის ამოცნობა, რომელთა გადმოსვენება და დაკრძალვა 9 აპრილს განხორციელდება. ბაბუშერიდან გადმოსვენებული ცხედრების სრულ იდენტიფიკაციას, რომელიც სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და მოადგილე ზაზა მესხი დაესწრნენ. შეგახსენებთ, რომ ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში 1993 წლის 22 სექტემბერს 92 ადამიანი დაიღუპა. 2006 წლის შემდეგ აფხაზეთიდან ცხედრების გადმოსვენების პროცესი გაყინული იყო. ახალი ხელისუფლების პირობებში ცხედრების გადმოსვენება მოხერხდა“, – აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები