იანვარ-მარტში საქართველოდან 7 694 748 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 694 748 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 18 144 738 აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც, სააგენტოს ცნობით, 20%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 193 395 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 116%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 5 046 166 აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ს აღწევს.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი – 4 077 797, უკრაინა – 1 088 862, ყაზახეთი – 784 844, პოლონეთი – 443 208 და ჩინეთი – 371 295 ბოთლი. საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება დაფიქსირდა: რუსეთი – 124% (4 077 797), უკრაინა – 66% (1 088 862), პოლონეთი – 26% (443 208), ლიტვა – 34% (137 448 ), ყირგიზეთი – 70% (67 746), აშშ – 19% (62 448), გერმანია – 89% (80 814), ჩინეთი – 2% (371 295), ბელარუსი – 297% (61 920), დიდი ბრიტანეთი – 40% (21 432) და სხვა. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 33,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები