ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილისა გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, საუბრის თემა რეგიონში მიმდინარე პროცესებია.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები