უმაღლესი განათლების მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მასწავლებლის სტატუსი მიიღონ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, უმაღლესი განათლების მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ შესაბამისი პროგრამა და, სკოლებში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭოთ.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა აღნიშნეს, მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეუძლიათ ბაკალავრის, მაგისტრისა და მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. ამასთანავე, მომავალი მასწავლებლებისთვის უკვე აკრედიტებულია 12 უნივერსიტეტის პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის მსურველებს მომავალი წლიდან მიიღებს. მათ შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოიუწევთ.
რეგისტრაცია naec.ge-ზე და online. naic.ge-ზე უკვე მიმდინარეობს და 12 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები