პარტნიორთა კრებამ “მაესტროს” გენერალურ დირექტორად ზურაბ ნაყეური აირჩია

პარტნიორთა კრების უმრავლესობამ ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურ დირექტორად ზურაბ ნაყეურის არჩევას მხარი დაუჭირა. ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ის არის კარგი ფინანსისტი, ეკონომიკა უნდა შევიდეს ტელევიზიაში, ანუ შემოსავალი უნდა იყოს იმაზე მეტი, რამდენიც არის გასავალი.
„ის არის კარგი ფინანსისტი, ეკონომიკა უნდა შევიდეს ტელევიზიაში, ანუ შემოსავალი უნდა იყოს იმაზე მეტი, რამდენიც არის გასავალი. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, ის კარგი ადმინისტრატორია და საბიუჯეტო პროცესის წაყვანა ძალიან კარგად იცის “, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები