არჩილ კაიკაციშვილი: ჩვენ ვასახელებთ იმ სამ მოსამართლეს, რომლებიც არცხვენენ მათლმსაჯულებას

„ჩვენ ვასახელებთ იმ სამ მოსამართლეს, რომლებიც არცხვენენ მართლმსაჯულებას და მოსამართლე მურუსიძის გავლენას ექვემდებარებიან “, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა დემოკრატების“ თავმჯდომარემ, არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
როგორც კაიკაციშვილმა აღნიშნა, ეკატერინე ჯინჭველაშვილი (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია), ნინო ქადაგიძე (თბილისის სააპაელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა) და ტარიელ ტაბატაძე (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია) საქართველოს მართლმსაჯულებას არცხვენენ.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის საბჭოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახდა, ხოლო ამავე საბჭოს მდივანი – ლევან მურუსიძე, მურუსიძე ინსტიტუციურ კონფლიქტში აღმოჩნდა საბჭოს ახალ თავმჯდომარესთან და სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა ერთობები ჩამოყალიბდა წარსული პარტიული ვალდებულებების, პიროვნული ვალდებულებებისა და პოლიტიკური პროცესისგან დინსტაციურ მოსამართლეთა ჯგუფის სახით, მოსამართლეები: ეკატერინე ჯინჭველაშვილი, ნინო ქადაგიძე და ტარიელ ტაბატაძე ლევან მურუსიძის გავლენის სფეროში შემავალი მოსამართლეების რიცხვში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები