ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ნოდარ ჯავახიშვილი „ეროვნული ფორუმის“ წევრი აღარაა

ნოდარ ჯავახიშვილმა ”ეროვნული ფორუმი” 2011 წელს დატოვა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
”ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, როგორც პოლიტიკური პარტია „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, “ეროვნული ფორუმის“ მიერ კოალიციის და უმრავლესობის რიგებიდან გასვლის გამო, უნდა დატოვოს მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ნოდარ ჯავახიშვილმა “ეროვნული ფორუმი“ ჯერ კიდევ 2011 წელს დატოვა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები