თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შემადგენლობაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გაწევრიანებაზე რეფერენდუმი ახლო მამავალში უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ თიბილოვმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს საკითხი ჩვენ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრზე განვიხილეთ. საჭიროა ამ საკითხის იურიდიული გაანალიზება. თავდაპირველკად კი სამხრეთ სოეთის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეატანაა საჭირო. ამ საკითხზე ვგეგმავთ რეფერენდუმის ჩატარებას“ – განაცხადა თიბილოვმა. მისი თქმით, რუსეთის შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის პირდაპირ შესვლაზე საუბარი არ არის, არამედ საუბარია ერთიან სამეკავშირეო ორგანოს შექმნაზე, რომელსაც სამხრეთ ოსეთი თავის უფლებამოსილებას გადასცემს. ეს, თიბოლოვის თქმით, რუსეთის ფედერაციას გარკვეული რისკებისგან გაათავისუფლებს, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პირდაპირი მიერთების შემთხვევაში გაჩნდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები