ზვიად გამსახურდიას სულიერი მოძღვრის სკანდალური ინტერვიუ

„სწორედ ეგ მამათმავალი, პედოფილი და გარყვნილი სასულიერო პირები იყვნენ, ზვიად გამსახურდიას იარაღით რომ დაუპირისპირდნენ“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში საქართველოს ექსპრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სულიერი მოძღვრის, მეუფე ქრისტეფორე (წამალაიძესთან) ინტერვიუს აქვეყნებს.
მეუფე ქრისტეფორე გამოცემასთან წარსულს იხსენებს და მაშინდელი პერიოდის სასულიერ პირთა ცხოვრების შესახებ საუბრობს.
„ედუარდ შევარდნაძე და საბჭოთა „კაგებე“ საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიაში ხელს უწყობდნენ მამათმავალი, პედოფილი და „კაგებეშნიკი“ სასულიერო პირების აღზევებას, რათა ეკლესია დაშანტაჟებული, დამონებული და ადვილად მართული ყოფილიყო. 1988 წლის დეკემბრის მიწურულს, ერთ-ერთ მაღალ სასულიერო იერარქს მამათმავლობაზე წაასწრეს და ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოედო, გამწარებული და საშინლად აღელევებული საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა მასთან მივიდა და დანანებით უთხრა – მეუფე, ნუთუ ამისთვის ვიტანჯე ციხეში?!“ – ამბობს მოძღვარი მეუფე ქრისტეფორე (წამალაიძე)გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში სასულიერო პირი 1976 წლის 26 ოქტომბერს იხსენებს და მკითხველს უამბობს, თუ რატომ დატოვა მან ქორეპისკოპოსის თანამდებობა.
„შევარდნაძის რისხვა თავს მაშინ დავიტეხე, როდესაც ასმეტრიან თოკზე ალპინისტებივით ჩაჭიდებული მრავალრიცხოვანი მრევლი მივიყვანე მთავრობის სასახლესთან 1980 წელს, უმაღლესი საბჭოს სესიის მუშაობის დროს და რამდენიმე საათით ჩავშალე სესიის მუშაობა. რაც შეეხება ჩემსა და პატრიარქს შორის ვითარების გართულებას, ჩემი ქორეპისკოპოსობის ჟამს პატრიარქი რამდენიმე დღით დაბა მენჯში წავიდა დასასვენებლად. მე, როგორც ქორეპისკოსი, მის მოვალეობას ვასრულებდი… 1979 წლის 26 ოქტომბერს, ჩემთან საჩივრის წერილით შემოვიდნენ წმინდა ბარბარეს ეკლესიის დეკანოზი ამირან შენგელია და ეკლესიის მესანთლე ქალბატონი ანთიძე, ისინი ამავე ეკლესიის დეკანოზს გიორგი კოლოსოვსკის უჩიოდნენ. მათ განაცხადეს, რომ დეკანოზ გიორგის საკურთხეველში პატარა ბავშვები შეყავდა და იქვე ეწეოდა მათთან გარყვნილებას! ანუ დეკანოზ გიორგის ბრალი დასდეს პედოფილიაში. მომჩივანნი ამბობდნენ, რომ ჩვენ გავაფრთხილეთ, მაგრამ ის მაინც აგრძელებს ამ გარყვნილებას და წირვაზე მეც გამივლის და გამომივლის, ხელებს მიცაცუნებსო! არ დავიჯერე მათი ნათქვამი, დეკანოზი გიორგი სასწრაფოდ გამოვიძახე ჩემთან საპატრიარქოში და მხარეები ერთმანეთს დავაპირისპირე. დეკანოზი ამირანი და მესანთლე მართლები აღმოჩნდნენ, ხოლო დეკანოზმა გიორგიმ უტიფრად განაცხადა – მეტს აღარ ვიზამო! ბრძანება დავწერე და დეკანოზი გიორგი სამსახურიდან გავათავისუფლე. სამჯერ მომაკითხეს უშიშროების სამსახურიდან , მთხოვეს ბრძანება გამეუქმებინა, მაგრამ სამჯერვე მტკიცე უარით გავისტუმრე ისინი“, – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიტროპოლიტი ქრისტეფორე წამალაიძე.
მისივე თქმით, იგი რამდენიმე დღეში რელიგიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარემ გივი მაისურაძემ დაიბარა და იმ ბრძანების გაუქმება მოსთხოვა, რის შედეგადაც დეკანოზი გიორგი კოლოსოვსკი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა, გივი მაისურაძემ უარი მიიღო.
მოგვიანებით, როგორც გამოცემასთან მიტროპოლიტი ქრისტეფორე წამალაიძე აცხადებს, მას საქართველოს პატრიარქმა დეკანოზი გიორგი კოლოსოვსკის დაბრუნების შესახებ ესაუბრა და თხოვნით მიმართა: „გავაუქმოთ ბრძანება და კოლოსოვსკი დავაბრუნოთ ეკლესიაშიო“ – მითხრა პატრიარქმა, მაგრამ უარი ვუთხარი“, – იხსენებს წარსულს გამოცემასთან მიტროპოლიტი ქრისტეფორე წამალაიძე.
მისივე თქმით, მან საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიმართა, რომ მისთვის ქორეპისკოპოსობა ჩამოერთმია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები