რეზო ამაშუკელი: ერთსქესიანთა ქორწინების შედეგად ბავშვი თუ დაიბადება, ვის დაემსგავსება – ბერძენიშვილს თუ ალასანიას?

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ დამფუძნებელი რეზო ამაშუკელი „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გამოსვლას ეხმაურება.
როგორც რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი „რესპუბლიკელებსა“ და “ნაციონალებს” შორის ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავს.
„ტელევიზიით გამოვიდა „უმცროსი და“ დავით ბერძენიშვილი, კომოდოს კუნძულის „ვარანივით“ რომ ატრიალებს ენას და თითის ქნევა დაგვიწყო, თურმე ეგენი რომ არ ყოფილიყვნენ 2012 წელს, საქართველო ვერ გადარჩებოდა. არადა, საქართველოს დაღუპვა სწორედ „დები“ ბერძენიშვილებისა და მათნაირებისგან ემუქრება! რაც შეეხება, „უფროს დას“ – ლევან ბერძენიშვილს, ეს დაჩუტული გომბეშო ტელევიზიით გამოვიდა და გამოგვიცხადა, „თავისუფალ დემოკრატებთან“ ვითანამშრომლებთო.
ე.ი. მოსალოდნელია, რომ „ოცნებასთან“ „განქორწინებული“ „რესპუბლიკელები“ ალასანიასთან „იქორწინებენ“. საინტერესოა, ამ „ერთსქესიანთა ქორწინების“ შედეგად ბავშვი თუ დაიბადება, ვის დაემსგავსება – ბერძენიშვილს თუ ალასანიას? და კიდევ, „რესპუბლიკელებსა“ და „ნაციონალებს“ შორის ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ეგენი ერთი ცომისგან არიან მოზელილნი!“, – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები