„მამაომ ზეთი აცხო ინტიმურ ადგილზე“ – რატომ მიუსაჯეს სასულიერო პირს 6 წლით პატიმრობა

2016 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში უპრეცედენტო პროცესი გაიმართა – ამის შესახებ გაზეთი “ალია“ დღევანდელ ნომერში წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბერ ექვთიმეს (თეიმურაზ ხუციშვილს), რომელიც ბოლოს კვეთებულის ლოცვებს კითხულობდა სამების საკათედრო ტაძარში, 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ბერი ექვთიმე 2015 წლის 4 ივლისს დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს, რომ მან კვეთებულის ლოცვის დროს არასრულწლოვან (14 წლის) ბიჭს, ვ.ქ-ს ინტიმურ ადგილზე, კერძოდ, კუდუსინზე სცხო ზეთი. ბერ ექვთიმეს თავის დროზე უჩივლეს არასრულწლოვანის მშობლებმა.
გაზეთ “ალიასთან“ ინკოგნიტო წყარო აცხადებს, რომ სასულიერო პირი სრულიად უდანაშაულოა.
“მამაომ ზეთი აცხო ინტიმურ ადგილზე, სხვა ბრალი არ აქვს. ბავშვი მოუყვა, ბიჭებთან კონტაქტი მაქვსო, მამაომ უთხრა, ეს ცუდი საქციელიაო და შეულოცა. თვითონვე არ უნდა გახმაურება იმიტომ, რომ ადვოკატი უკრძალავს. ექსპერტიზა ჩაუტარდა და ვერაფერი დაამტკიცა. ეს ჯანმრთელობის ლოცვებია, ანუ სადაც ადამიანს ტკივილები აწუხებს, იქ უკეთებს ლახვარს და ზეთს სცხებს. პატრიარქის კურთხევით ატარებდა ამ ლოცვებს. ეს ბავშვი ერთ-ერთ სტადიონზე ბიჭებთან დადიოდა, იქ სვამდნენ, თვრებოდნენ და მერე ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს. მას უთქვამს მამაოსთვის, ასეთი საქციელი შვიდჯერ ჩავიდინეო, შეეცოდა, დაარიგა, ლოცვები წაუკითხა“, – აცხადებს ინკოგნიტო წყარო.
წყარო ამტკიცებს, რომ ბერი ექვთიმე სამების საკათედრო ტაძარში არსებულმა ე.წ. მღვდლების მაფიამ შეიწირა.
“ადამიანების ასე გასამართლება და ციხეში გაშვება, მგონი, არსად არ ხდება, ეს იყო მარაზმი, ეს სასამართლო კი არა, ბოსელია. როგორია, ასეთ რაღაცას რომ დააბრალებენ? ლახვარის ლოცვა ტარდება მტკივან ადგილზე, ანუ სადაც გაწუხებს, ტკივილია, აბა, რა არის, როცა ბიჭი კაცობას კარგავს! მამაომ ლოცვა წაუკითხა, რომ ეს ცოდვა აღარ გაიმეოროს და ვნებამ არ შეაწუხოს, უკანა ტანში კი არ ცხო ზუსტად, ზემოთ, კუდუსუნთან გაუკეთა ლახვარი. სასამართლომ კი ეს ჩათვალა გარყვნილ ქმედებად. გაუპატიურება არ დადასტურდა, ექსპერტიზა ვერ ადასტურებს. ამ ბავშვამდე მამაოს კაცი მიუგზავნეს, ვიღაც ნაციხარი, ის კაცი თავს დაესხა. მამაომ იყვირა, მეზობლებს გააგებინა, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს და ის ტიპი დააკავეს. ეტყობა იმას რომ არ გამოუვიდა, მერე ეს ბავშვი გაუგზავნეს. ეს ყველაფერი სამებიდან არის ჩაწყობილი. იქ მამაოები ერთმანეთს “ჭამენ“, – აღნიშნავს წყარო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები