უკრაინამ ყირიმის პროკურორზე ძებნა გამოაცხადა

   ყირიმის პროკურორ ნატალია პოლონსკაიაზე ძებნაა გამოცხადებული. ის ეჭვმიტანილია 1 ნაწილის 109-ე სტატიის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაში. კოდექსის მიხედვით, ის ბრალდებულია ქვეყნის კონსტიტუციის უკანონოდ შეცვლაში და ძალადობის გამოყენებით მთავრობის დაპყრობაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე პოლონსკაიამ ყირიმის პროკურატურის უფროსის ადგილი დაიკავა, რომელიც უკვე რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურის შემადგენლობაში გადავიდა. ის ამ თანამდებობაზე რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები