რა მესიჯი მისწერა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მაგდა პაპიძემ ოთარ ბერძენიშვილს

„5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მაგდა პაპიძემ გადაწყვეტილების შესახებ მეგობარ მამაკაცს ოთარ ბერძენიშვილს მესიჯი მისწერა“,- ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ მკვლელობაში ბრალდებულის დას – ლანა პაპიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ სამართალდამცველებს 2015 წლის 20 დეკემბერს მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ თავად ოთარ ბერძენიშვილმა აცნობა. გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად ოთარ ბერძენიშვილი ქალაქში არ იმყოფება და იგი, სავარაუდოდ, სვანეთში, მონასტერშია. არსებობს ვარაუდი, რომ პროკურატურას ბერძენიშვილი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჰყავს ჩასმული, რათა მასზე ზეწოლა არ განხორციელდეს.
„როდესაც დედაჩემმა პროკურატურაში იკითხა, მკვლელობის შესახებ ვინ შეგატყობინათო, უპასუხეს, ოთარ ბერძენიშვილმაო. საიდან უნდა შეეტყო ბერძენიშვილს ამ მკვლელობის შესახებ? თუმცა ეს მესიჯი რომ ბუნებაში არსებობდეს, პროკურატურა მას ხომ არ დამალავდა მტკიცებულებათა გავლის დროს? წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის ასეთი არაფერი ყოფილა. პროკურატურა ამ მტკიცებულებას იმ შემთხვევაში ვერ წარმოადგენდა, თუ მესიჯი წაშლილია და ბერძენიშვილის ტელეფონის ექსპერტიზაა დანიშნული“, – განაცხადა ლანა პაპიძემ.
მაგდა პაპიძის დის ინფორმაციით, როდესაც მაგდა პაპიძემ საკუთარი შვილი უგონო მდგომარეობაში ნახა, „ლანცეტში“ წაიყვანა.
„ის ამბობს, ბავშვი სუნთქავდაო. მანქანაში ჩავსვი, თვალიც გაახილაო. „ლანცეტში“ წაიყვანა. იქ კამერის ჩანაწერიც არსებობს, რომ შეჰყავს ბავშვი. იქ მერე გული წაუვიდა მაგდას და არ ახსოვს, რომელმა ექიმმა ნახა ბავშვი და სად გარდაიცალა. როცა გონზე მოვიდა, უკვე თავისი სახლის ეზოში იყო. აღარ ახსოვს, რა მოხდა. მე იმ საავადმყოფოში არ მივსულვარ. სახაჭაპურეში ვიყავი. არც კი მახსოვს, ვინ მითხრა „ლანცეტის“ შესახებ. გამომძიებელს არ უთქვამს. ვერ ვიხსენებ“, – ყვება ლანა პაპიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები