სააკაშვილი ყარაბაღის მოვლენებს “პუტინის პროვოკაციას” უწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთიან ყარაბაღში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და კონფლიქტის გამწვავებას “ვლადიმერ პუტინის პროვოკაციას” უწოდებს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთი წლებია ინტენსიურად აწვდის შეიარაღებას ორივე მხარეს. დაჩქარებული ტემპებით დაღესტანიდან საქართველოს მიმართულებით ნაწილობრივ სამხედრო დანიშნულების გზაც კი გაიყვანა, რომელიც აზერბაიჯანში სწრაფი შეჭრის საშუალებას იძლევა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კონფლიქტის პროვოცირებით რუსეთი რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს მიაღწევს – დააწესებს კონტროლს იმ ტერიტორიაზე, სადაც აზერბაიჯანის ნავთობ და გაზსადენები გადის და ევროპა ენერგორესურსების ალტერნატიულ წყაროს დაკარგავს.
მეორე მიზანი კი, სააკაშვილის აზრით, მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების ფონზე, სადაც ივანიშვილის პრორუსული ძალა აგებს, საქართველოს რთულ ვითარებაში ჩაყენებაა.
მესამე მიზანი თურქეთია. ქვეყანა რომლის დასჯაც რუსეთს სურს, იძულებული ხდება ორ ფრონტზე ომში ჩაებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები