“ეარ აზიას“ ლაინერის „შავი ყუთის“ სამძებრო სამუშაოები აღდგა

  მყვინთავებმა მალაიზიური ავიაკომპანია „ეარ აზიას“ 2 კვირის წინ დამსხვრეული ლაინერის „შავი ყუთის“ სამძებრო სამუშაოები აღადგინეს.
მაშველები მიიჩნევენ, რომ „შავი ყუთი“ თვითმფრინავის ბოლო ნაწილს გამოეყო.
შეგახსენებთ, რომ ლაინერის კუდი იავანსკის ზღვის ფსკერზე ჩავარდა. რამდენიმე დღის წინ ამ ადგილიდან 300 მეტრის მოშორებით, სავარაუდოდ, „შავი ყუთის“ სიგნალი დაფიქსირდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ძლიერი დინების გამო სამძებრო სამუშაოები რთულდება.
შეგახსენებთ, რომ „ეარ აზიას“ ლაინერი რადარებიდან 28 დეკემბერს გაუჩინარდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენილია დაღუპულთა 41 გვამი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები