„დღეს არ არის იმის ფუფუნება, რომ სადმე კვლავ მოხდეს შეცდომის დაშვება და უნივერსიტეტში პროცესების გამწვავება“
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც აკადემიური საბჭოს წევრები მიიღებენ, უნდა იყოს სწორი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 15 მაისს გადადგება.
“დღეს არ არის იმის ფუფუნება, რომ სადმე კვლავ მოხდეს შეცდომის დაშვება და ამით უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები გამწვავდეს“,- აღნიშნა სანიკიძემ.
თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ აკადემიური საბჭოს გადადგომის შემდეგ დაკომპლექტდება ახალი შემადგენლობა, რომელიც კანცლერს აირჩევს.
თავად პაპავას საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება 1-ელ მაისს შეუწყდება.