გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში მადლენ ოლბრაიტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „ოლბრაიტ სტოუნ ბრიჯ ჯგუფის“ ხელმძღვანელს და ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მადლენ ოლბრაიტს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო – ამერიკის ურთიერთობებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რუსეთისა და უსფრთხოების საკითხებზე და ასევე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ამერიკული მხარე საპარლამენტო არჩევნების საკითხით დაინტერესდა და აღინიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და დემოკრატიის ხარისხის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვითარებაში გაიმართება არჩევნები, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები