დავით უსუფაშვილი: გომელაური ოთხშაბათს ქუთაისში მოსასმენად გამოცხადდა და მან თქვა, რომ დღეს ვერ იქნებოდა

ვახტანგ გომელაური ოთხშაბათს ქუთაისში მოსასმენად გამოცხადდა და მან თქვა, რომ დღეს პარლამენტში ვერ იქნებოდა, – ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„მან თავადვე განაცხადა, რომ დღეს მას აქ ყოფნა არ შეეძლო და მას სხვა მნიშვნელოვანი სამსახურებრივი მოვალეობა საშუალებას არ აძლევდა, ჩვენთან ყოფილიყო. ასე რომ, ამ კონკრეტულ თემაში რაიმე დიდ სიახლეს ვერ ვხედავ. უამრავ შემთხვევაში, მომხსენებლის არ და ვერ ყოფნის გამო, საკითხები გადადებულა.
საკითხები გვაქვს, რომლებიც სამი-ოთხი თვეა გადადებულია, რადგან მომხსენებელი მოხსენების გაკეთებას ვერ ახერხებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათის პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა და დეპუტატებმა ვახტანგ გომელაურს ვერ მოუსმინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები