თბილისის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს, სხვადასხვა სამუშაოების გამო, ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც “კვირას” კომპანია “თელასიდან” აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება დიდუბის, საბურთალოს, კრწანისის, სამგორის, ვაკის, გლდანის, ისნის, ნაძალადევის და დიდგორის რაიონებს.
თბილისის რაიონებისთვის ელექტრომომარაგების შეზღუდვა მოხდება – დიდუბის რაიონი –10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV მიკრორაიონის, აკაკი წერეთლის გამზირის, სტანისლავსკის და კარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, სოფელ დიღმის, პეტრე ქავთარაძის, ელგუჯა ამაშუკელის და სანდრო ეულის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის, შუშინის, მირზა შაფის, გრიშაშვილის, ახუნდოვის და აბანოს ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ჭალის, სოფელ ფონიჭალის, მარნეულის ჩიხის და გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV და V კვარტლების და საქსოფმანქის დასახლების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის, ყვარლის, აფანასიევის, წალენჯიხის, ნანეიშვილს, შერვაშიძის, დურმიშიძის, მიქატაძის, მიქელაძის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, ყარყარაშვილის, მესხეთის, ტოლენჯის, გიორგი ანწუხელიძის, ბაქრაძის და კაკაბეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.