გიორგი მარგველაშვილი: ამომრჩეველს მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი უნდა შევთავაზოთ

„ჩვენ ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ ბევრად უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ვაშინგტონიდან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რესპუბლიკელების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას.
პრეზიდენტის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ იმისთვის შეიქმნა, რომ წინა ხელისუფლება არჩევნების გზით დაემარცხებინა. გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ ამ მხრივ კოალიციამ თავისი მიზანი შეასრულა.
„კოალიცია შეიქმნა იმისთვის, რომ ოპოზიციას მშვიდობიანი გზით შეეცვალა წინა ხელისუფლება. კოალიციამ ამ მიზანს ძალიან კარგად გაართვა თავი. თუმცა, ამ არჩევნებზე საუბრისას არაერთხელ მითქვამს, რომ პოლიტიკური სისტემა, რომელშიც არის შავი და თეთრი და მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალა, უკვე მოძველდა ქართული პოლიტიკური კულტურისთვის და ჩვენ ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ ბევრად უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი.
მე ვფიქრობ, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უკვე ამ არჩევნებზე არაერთ სერიოზულ მოთამაშეს მივიღებთ, ამომრჩეველსაც ექნება შესაძლებლობა, რომ უფრო უკეთ აირჩიოს თავისი მომავალი წარმომადგენლები პარლამენტში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები