მაგდა პაპიძე: ჩემი შვილი და ქმარი ჩემს წარმოდგენაში გარდაცვლილები არ არიან

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, აქცენტს ნუ გააკეთებენ, რომ აღნიშნული დანაშაული მისი ჩადენილია. როგორც პაპიძემ პროცესზე განაცხადა, ის არის ქვრივი და შვილმკვდარი დედა.
“პროკურორები და გამომძიებლები აქცენტს აკეთებენ ჩემზე, რომ მე ჩავიდინე ეს. მესმის, მე ბრალდებული ვარ, მაგრამ გთხოვთ, როგორც ბრალდებული, შვილმკვდარი დედა და ქვრივი, აქცენტს ნუ აკეთებთ, რომ ეს ჩემი ჩადენილია.
ეს არის შესაძლო შემთხვევა და, პირველ რიგში, ეს დასამტკიცებელია. იმის გამო, რომ ვერ ვიტირე ჩემი ორი კაცი – ჩემი შვილი და ქმარი, სული მაქვს გაგლეჯილი, რადგან ჩემ ხელებში ისინი, როგორც თბილები, ისე ჩამრჩნენ. რეალურად ჩემს წარმოდგენაში ისინი გარდაცვლილები არ არიან. მე  რომ თავისუფლება მდომებოდა, იმისთვის მენდომებოდა, რომ მომეოხებინა და ადამიანურად მეგრძნო ის ტკივილი, რაც გადამხდა და რაც აღარ მაქვს. მაგდა პაპიძეს არსად მიმალვა არ უცდია. მაგდა პაპიძე შველას სთხოვდა, პირველ რიგში, სამეზობლოს, სამედიცინო პერსონალს, ტრასაზე ვიდექი და ხელებს ვუქნევდი სასწრაფო დახმარების მანქანებს, ბრიგადებს, ვანიშნებდი, საით ვიყავი. მაგდა პაპიძე არსად დამალულა, გაცხოველებული ითხოვდა სიმართლეს და შეველას”, – განაცხადა პაპიძემ პროცესზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის სასამართლო სხდომა, რომელიც 11:00 საათზე დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები