ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში, გამთენიისას, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ კარაოკე ბარში მოხდა. დაჭრილი მოზარდი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ბრალდებული დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები