მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ მიმართა და მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ბრალდებულმა პროცესზე განმარტა, რომ უმჯობესია მისი საქმე საზოგადოების წარმომადგენლებმა განსაჯონ.
“იმის გამო, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის თაობაზე არდაკმაყოფილდა, მინდა ამ საქმის განხილვა საზოგადოების აქტიური ჩართულობით მოხდეს. მე არ მაქვს გამოცდილება არც მოსამართლესთან და არც ნაფიც მსაჯულებთან ურთიერთობის, თუმცა მინდა საზოგადოებამ განსაჯოს ჩემი, როგორც დედის და ქალის მდგომარეობა”, – განაცხადა პროცესზე მაგდა პაპიძემ.
მოსამართლემ ბრალდებულის მოთხოვნა გაითვალისწინა და სხდომაზე დაადასტურა, რომ ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მოსამართლის განცხადებით, საქმეზე დაინიშნება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები