მოსამართლემ მაგდა პაპიძე პატიმრობაში დატოვა

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ბადრი შონიამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კვლავაც არსებობს მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.
ადვოკატის მტკიცებით, პაპიძის პატიმრობაში დატოვების საფუძველი აღარ იყო. მისი თქმით, პროცესის დასრულებამდე პაპიძის გათავისუფლება საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.
“როცა შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიება, მოტივი იყო, რომ მაგდა გამოძიების მსვლელობაზე მოახდენდა ზეგავლენას. ახლა, როცა გამოძიებამ ფაქტობრივად დაასრულა მუშაობა და საგამოძიებო მოქმედებები, შეუძლებელია მან ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე, ვინაიდან ჩვენებები უკვე მიცემული აქვთ და არ უნდა შეცვალონ”, – განაცხადა პროცესზე ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები