არჩილ გამზარდია: პარტიებს ინდივიდუალურ რეჟიმში მეტი შანსები აქვთ, ვიდრე კოალიციაში
ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს კონფერენცია გამართა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განმარტებით, კოლიციის დაშლა მასში შემავალი პარტიებისთვის დადებითად აისახება, რადგან ასე მათ ხმების მოპოვების მეტი შანსები გაუჩნდებათ.
„უმჯობესი იქნება, თუ კოალიცია შეიქმნება არჩევნების შედეგად და არა არჩევნებამდე. ასევე, ამომრჩევლისთვის კოალიციის ხილვადობაც გაბუნდოვანდა. ბუნებრივია, მასში მიმდინარე პრცესებმა და ურთიერთმტრობამ, ამომრჩეველს დეზორიენტირების სივრცე მისცა. ჩვენ რომ ვხედავდეთ, მათი ერთობა არსებობს, პროცესები სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებულ ძალებს. ამიტომ, ამომრჩეველს, რომელსაც სურს, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ მისცეს ხმა და იქ ვერ ხედავს მრეწველებს, რომლის წინააღმდეგიც არის, ბუნერივია, დეზორიენტირებული იქნება. როგორ შეიძლება მისცეს მან ხმა იმ კოალიციას, როდესაც მის სასურველ ძალასთან ერთად იქ მისთვის არასასურველ ძალასაც შეიყვანს და პირიქით.
კოალიციის ფორმატმა შესაძლოა, ერთმანეთს ხმები დააკარგვინოს. გარდა „რესპუბლიკელებისა“ და „მრეწველებისა“, არსებობს დომინანტი „ქართული ოცნება“, რომელიც სრულებით არ ჩანს.
„ქართული ოცნების“ პარტია სხვა პარტიებთან მიმართებაში აბსოლუტურად არა ხილვადია. ზოგმა იცის, ვინ არის „რესპუბლიკელი“ ან „მრეწველი“, მაგრამ „ქართული ოცნების“ წევრი ვინ არის, შეიძლება არ იცოდეს. ინდივიდუალურ დონეზე თითოეულ მათგანს მეტი შანსი გააჩნია, ვიდრე კოალიციის რეჟიმში“,- განაცხადა გამზარდიამ.