ვეტერანების სამკურნალო – სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად ესპანური მხარე 25 000 000 ევროს ინვესტიციას ჩადებს

ვეტერანების სამკურნალო – სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად ესპანური მხარე საქართველოში 25 000 000 ევროს ინვესტიციას ჩადებს. ესპანეთის მხრიდან ინვესტიციის განხორციელების მზაობა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა უკვე მიიღო. აღსანიშნავია, რომ ესპანური კომპანია „სერკობეს“ წარმომადგენლები საქართველოს მაისის დასაწყისში ეწვევიან.
შეგახსენებთ, რომ სამკურნალო – სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი 2016 წლის მარტში ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის შედეგად ესპანურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოში ვეტერანებისთვის 200-ადგილიანი სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაში 25 000 000 ევროს ინვესტიცია ჩაედო.
„30 მარტს კომპანია „სერკობემ“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოუგზავნა შემოთავაზების წერილი, სადაც ესპანური მხარე სრულ მზაობასა და დაინტერესებას გამოთქვამს, პროექტის წარმატებით განხორციელებაში, რაც მოიცავს შენობის დაპროექტებას, დიზაინს, სამედიცინო ტექნიკით აღჭურვას, დაფინანსებასა და სამედიცინო პერსონალის მომზადება. საწყის ეტაპზე, იმისათვის, რომ ესპანურმა მხარემ შეიმუშავოს წინადადება, საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება. ამის შემდეგ კი კომპანია „სერკობე“ პროექტს ესპანეთის ხელისუფლებასა და ესპანელ კონტრაქტორებს წარუდგენს, რის შემდეგაც ქართულ მხარესთან დაიწყება პროექტზე მუშაობა“,- ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები