მოსამართლემ მაგდა პაპიძის დაცვისა და ბრალდების მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის საქმის მოსამართლემ დაცვის და ბრალდების მხარის შუამდგომლობები, გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე ასევე არ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, დაუშვებლად ყოფილიყო ცნობილი დაცვის მხარის მტკიცებულება, რომელიც მაგდა პაპიძის ჯანმრთელობის შესახებ პენიტენციური დაწესებულებიდან აღებულ ცნობას შეეხებოდა.