სასამართლოში მაგდა პაპიძისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო  

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძისთვის სასამართლოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. პროცესზე შესვენების გამოცხადება მოსამართლეს დაცვის მხარემ და თავად მაგდა პაპიძემ სთხოვეს.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულს “ინსულინის გეგმური გაკეთება უწევს”.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის პროცესი 11:00 საათიდან მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები