რას აცხადებს მაგდა პაპიძე სისხლის კვალზე და რვეულში მის ჩანაწერებზე

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე მის სახლში აღმოჩენილ სისხლის კვალზე და რვეულში მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებზე გააკეთა განმარტება.
“მინდა გავაკეთო აქცენტი სისხლის კვალზე, რომელიც იატაკზე იყო – მე ჩემს ჩვენებაში მაქვს განმარტებული, როგორ მოხდა სისხლის კვალი იქ: როცა ჩემი მეუღლე და შვილი ვნახე, სისხლიანი ხელით შევედი ოთახში მანქანის გასაღების ასაღებად და ასევე ჩვენებაში ნათქვამი მაქვს, რომ ჩემს დედამთილთან დასახმარებლად სისხლიანი ხელით მივედი.
რაც შეეხება რვეულს, როდესაც განმეორებით დაკითხვაზე შემოვიდნენ გამომძიებლები, მე ვთქვი, რომ ვაკეთებდი ჩემი ოჯახის ხარჯთაღრიცხვას და თავად ვთხოვე გამომძიებლებს, მოეძებნათ ჩემი რვეული, სადაც ჩანაწერებს ვაკეთებდი. ვთხოვე, წასულიყვნენ ჩემთან სახლში. მე მივუთითე, თუ სად უნდა ენახათ ეს რვეული, სადაც ჩაწერილი მქონდა, როგორ ვიყიდე მეუღლის მითითებით ურო და ლურსმნები. ზომები ვერ დავიმახსოვრე ლურსმნების და ამიტომ ჩავიწერე – თურმე მე როცა ეს ვუთხარი, უკვე რამდენიმე დღის ნანახი და ამოღებული ჰქონდათ რვეული. მაინტერესებს, როგორ ვერ ნახა მთელმა საქართველომ სისხლის კვალი, როცა ჩემს ერთადერთ შვილს და მეუღლეს ტიროდა? ამდენი ხალხი იყო მისული, რატომ ვერ დაინახეს სისხლის კვალი კედელზე? – ჩემი სიცოცხლე, ჩემი წლები წყდება და ყველა დეტალზე გავაკეთებ კომენტარს”, – განაცხდა მაგდა პაპიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები