დეკლარირების პროცედურა გამარტივდა

დეკლარირების პროცედურა გამარტივდა – შესაბამის ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელებს კვლავ სთავაზობს მომსახურების ახალ ფორმას, ამჟამად მომსახურების დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში, კერძოდ: საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე წინასწარ დეკლარირებას; ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმებას; საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის, ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის და არაიოდიზებული მარილის ნებართვის აღებას.
სერვისცენტრის მისამართია: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1 (გლდანი-ნაძალადევის გამგეობის გვერდით). აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10.00 – საათიდან 18.00 – საათამდე“, -აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები