ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში „ოსკაროსანი“ პროდიუსერი ჩამოდის

ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში ანიმაციური ფილმების „ოსკაროსანი“ პროდიუსერი სილია ვან დაიკი ჩამოდის. იგი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის – რეჟისორებისთვის, პროდიუსერებისთვის, სცენარისტებისთვის, ოპერატორებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს.
სილია ვან დაიკს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“ 1985 წელს გადაეცა ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა”. იგი სხვადასხვა წარმატებული ნამუშევრისთვის ასევე ფლობს ისეთ ჯილდოებს, როგორებიცაა: საფრანგეთის კინოაკადემიის სახელმწიფო პრემია (“cubeMENcube”, 1975), ორი “ოქროს დათვი” (“Pas Aux Due”, 1989 და “I Move So I Am”, 1998), “ოქროს ხბო” (“A Good Turn Daily”, 1983) და კიდევ მრავალი აღიარებული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი.
სილია ვან დააკი თბილისში ჰოლანდიური ფონდის „არტექო” ორგანიზებით ჩამოდის. „ოსკარი“ გადაეცემა… – სილია ვან დაიკის ვორკშოფები” ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული უკვე მესამე პროექტია. ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან ეროვნული კინოცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.
ღონისძიების განრიგი:
4 აპრილი, კინოთეატრი „ამირანი”, კოსტავას ქ. 36
12:00 – ჰოლანდიელი რეჟისორის გერიტ ვან დაიკის ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა;
14:00 – პროდიუსერ სილია ვან დაიკის ვორკშოფი.
5 აპრილი, ვალერი არქანიას არტგალერეა, დ. უზნაძის ქ. 68
14:00 – სილია ვან დაიკის შეხვედრა აფხაზეთის ა/რ შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლებთან.
ორივე დღეს ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები