გამოფენა – „მე ვარ შენ“ გაიმართება

3 აპრილს, 19:00 საათზე, არტ-კაფე „ნოველლაში” ინტერაქციული გამოფენა “მე ვარ შენ” გაიხსნება.
გამოფენის დასკვნით ნაწილში 21:00 საათზე, დამთვალიერებელი კომპოზიტორ რეზო კიკნაძეს მოუსმენს. გამოფენა გახლავთ მხატვარ ლევან სამნაშვილისა და მწერალ ეკა ქევანიშვილის კოლაბორაციული ნამუშევარი, რაც გამოიხატება მხატვრის თვალით დანახულ სამყაროში მწერლის ინტერაქციით.
მხატვრის ნახატებთან ერთად, გამოფენილი იქნება ეკას მიერ დაწერილი ტექსტები, რომლიც მისი სუბიექტური ხედვაა ლევანის ნამუშევრებზე. ამასთან, „მე ვარ შენ“ გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ, არტისტებთან ერთად მოახდინონ ინტერაქცია და ნახატსა და ტექსტს საკუთარი ხედვაც დაურთონ, თავადაც მიიღონ გამოფენაში მონაწილეობა. „მე ვარ შენ“ არის სივრცე, სადაც მხატვარი, მწერალი და ადგილზე მოსული დამთვალიერებელი ერთობლივი ინტერაქციით ერთ საერთო გამოფენას ქმნიან.
12921091_1262577510437521_1762780271_n (1)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები