სასამართლო მაგდა პაპიძის საქმეზე მსჯელობს

ქმარ-შვილის მკვლლეობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. პროკურორის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებეზე იქნება მსჯელობა.
სასამართლო ასევე დღეს იმსჯელებს, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყოს.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, სურს თუ არა ბრალდებულს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. საქმის ნაფიც მსაჯულთა განხილვის მომხრენი არიან მაგდა პაპიძის ოჯახის წევრები.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პროცესის დაწყებამდე პაპიძის დამ განაცხადა, იგი სასამართლოს არ ენდობა, ამიტომაც სურს, რომ მისი დის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
„ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი გაიხსნა და გაირკვევა ყველაფერი. მისი არჩევანია, სურს თუ არა მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მე არ ვენდობი სასამართლოს“,- განაცხადა ლანა პაპიძემ.
პაპიძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის აუცილებლობა არაა, რადგან, მისი მტკციებით, პაპიძის წინააღმდეგ მტკიცებულებები არასაკმარისია. მისივე თქმით, სასამართლო ვალდებულია, აღკვეთი ღონისძიება შეცვალოს.
დღევანდელ პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები